ცვლილება ტოპ 10-ში - ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები?

შესაძლოა ათეული მაშინაც შეიცვალოს, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია

 

 

რაც დრო გადის, მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელები უფრო და უფრო ძვირადღირებულნი ხდებიან. ათეულის პოზიციებზე, იმ მოთამაშეთა შორის, რომლებშიც ყველაზე მეტი გადაიხადეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცვლილებები მაშინაც ხდება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია. საქმე იმაში გახლავთ, რომ მადრიდის ატლეტიკომ იმის დამამტკიცებელი საბუთი მოიპოვა, რომ ანტუან გრიზმანს ბარსელონა მაშინ ეკონტაქტებოდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ათლეტების რიგებში თამაშობდა და კლუბმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

 

ბარსა 15 მილიონიან კომპენსაციას დათანხმდა, რის შემდეგადაც ფეხბურთელი არა 120 მილიონი ევრო, არამედ 135 მილიონი ევრო დაჯდა. ამ გარემოებათა ცვლილების შემდეგ, გამოდის რომ კატალონიელებმა ფრანგში მეტი გადაიხადეს, ვიდრე ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსში (127,1 მილიონი ევრო) და მათ შორის პოზიციები შეიცვალა.

 

როდესაც ბარსელოანმ კოუტინიო ლივერპულიდან 120 მილიონ ევროდ იყიდა, ბონუსების სახით გათვალისწინებული კიდევ 40 მილიონი იქნა.

 

ბონუსები 5 პუნქტად არის გადანაწილებული

 

1)      პირველ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის - 5 მილიონი ევრო

2)      მეორე წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის - 5 მილიონი ევრო

3)      თუ ის 25 შეხვედრაში 90 წუთს ითამაშებს - 5 მილიონი

4)      თუ ის 100 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას - 20 მილიონი

5)      თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს - 5 მილიონი

 

კოუტინიომ ამ პუნქტთაგან მხოლოდ 15 მილიონი ევროს ღირებულების საქმე შეასრულა, სანამ, 20 მილიონ ევროდ, იჯარის წესით ბაიერნში გადაბარგდებოდა. პოტენციურად ისევ არსებობს იმის შანსი, რომ მიუნხელებმა ბრაზილიელი არ გამოისყიდონ და ფეხბურთელმაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა შეასრულოს. მისი კონტრაქტი ბარსაში 2023 წლამდეა გათვლილი.

 

ათეული კი ასე გამოიყურება

 

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით