ბოლქვაძე და შაფათავა 1/8 ფინალში გავიდნენ!

ქართველების წარმატებული სტარტი

ჩინეთში, ქალაქ ნანინგში, 25 - ათასიან ტურნირზე, სოფიო შაფათავამ და მარიამ ბოლქვაძემ ასპარეზობა დაიწყეს.

 

ბოლქვაძემ „უაილდ ქარდის“ მქონე მასპინძელ მეტოქეს სიჯია ვეის შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში - 6:1; 6:1 - მოუგო.

 

შაფათავას მეტოქე ყოფილი 29-ე ნომერი, აგნეშკა რადვანსკას უმცროსი და, ურსულა რადვანსკა იყო. ჩვენებურს მასთან გასამკლავებლად 3 სეტი დასჭირდა (2:6; 6:2; 6:4)

 

სოფიო შაფათავა-ის სურათის შედეგი

 

სოფიო ამ ტურნირზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან კვალიფიკაციაში დამარცხდა, თუმცა „იღბლიანი წაგებულის“ სტატუსი ერგო და გაამართლა კიდეც.

 

ქართველი გოგონები წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობენ და ¼ ფინალშიც გავიდნენ. შაფათავას მეწყვილე ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითია, ხოლო ბოლქვაძის ბელარუსი ირინა შიმანოვიჩი.