პირველი რაუნდი მოგებულია! - ინტერმა დორტმუნდი დაამარცხა! (+ვიდეო)

ინტერმა მისია წარმატებით შეასრულა - დორტმუნდი დამარცხებულია!

დღეს F ჯგუფში ყველაფერი კიდევ უფრო დაიძაბა. მესამე ტურამდე, დორტმუნდი პირველ ადგილზე იყო და მესამე ადგილზე მყოფ ინტერს 3 ქულით უსწრებდა. მილანელებს უკანდასახევი გზა არ ჰქონდათ, პლეი ოფ-ში მოსახვედრად საკუთარ კედლებში ბორუსია უნდა დაემარცხებინათ

 

პირველ ტაიმში ინტერი უპირატესობას ფლობდა, თუმცა საგოლე მომენტებამდე ხშირად საქმე არ მიდიოდა. ერთ-ერთი გამონაკლისი ეპიზოდი 22-ე წუთზე ლაუტარო მარტინესს შეექმნა, რომელმაც დე ვრეის დიდებული პასით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 

 

მეორე ნახევარში იტალიელები კიდევ უფრო შთამბეჭდავნი იყვნენ. დორტმუნდს შეტევა უნდა ეცადა, თუმცა ასეთ მობილიზებულ ინტერთან არაფერი გამოსდიოდათ. 82-ე წუთზე ლაუტარო მარტინესს დუბლის შესრულების საშუალება მიეცა, თუმცა არგენტინელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა. "ნერაძური" არ გაჩერდა და ორბურთიანი სხვაობა 89-ე წუთზე ტოტო კანდრევამ მაინც დააფიქსირა. 

 

საბოლოოდ - 2:0 ინტერის სასარგებლოდ.

 

6 ნოემბერს ეს გუნდები ერთმანეთს უკვე გერმანიაში შეხვდებიან, სადაც დორტმუნდს რევანშის შანსი ექნება...