საქართველო და ფიფა: ოთხმოცდაათიანებში ვტრიალებთ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 90–ე ადგილზეა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან 0:0 ითამაშა, გიბრალტარს კი 3:2 მოუგო. ერთი საფეხურით წინ წაიწია: სექტემბერში 91–ე იყო...

უშუალოდ ევროპაში კი საქართველო 39–ე პოზიციაზეა და 16 ნაკრებს უსწრებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

 

1 (1) ბელგია – 1755

2 (2) საფრანგეთი – 1726

3 (3) ბრაზილია – 1715

4 (4) ინგლისი – 1651

5 (6) ურუგვაი – 1642

6 (5) პორტუგალია – 1632

7 (8) ხორვატია – 1631

8 (7) ესპანეთი – 1625

9 (10) არგენტინა – 1617

10 (9) კოლუმბია – 1615

91 (90) საქართველო – 1274

 

ცნობისთვის, იტალია და გერმანია შესაბამისად მე–15 და მე–16 ადგილზე არიან.

 

ბელარუსის ნაკრები, რომელსაც სავარაუდოდ შევხვდებით კიდეც გაისად მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ოთხი საფეხურით უსწრებს – 86–ე ადგილზეა. სიტყვა „სავარაუდოდ“ იმიტომ დავწერეთ, რომ შესაძლოა, კოსოვო გავიდეს შესარჩევიდან და ამ შემთხვევაში ნახევარფინალში არა ბელარუსს, არამედ ლუქსემბურგს შევხვდებით.