ედუარდ კაკაბაძემ ბრინჯაოს მედლებს მოუყარა თავი

ქართველი ძალოსანი სამეულს არ გამცდარა

რუმინეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ. B ჯგუფში 89 კგ წონით კატეგორიაში, ედუარდ კაკაბაძემ ატაცში 128/133 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კაკაბაძემ აკვრაში 157/162/166 კგ-ს გაართვა თავი და კვლავ მესამეზე გავიდა. მან ორჭიდის ჯამში 299 კგ-ს ძლევითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში 81 კგ წონით კატეგორიაში ბეგლარ სოლომონიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.