დიეგოს უყვარს ბავშვები...

ვისთანაც იყო შვილი დაუტოვა

დიეგო მარადონას ქალიშვილმა ჯანინამ, რომელიც ადრე მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის, კუნ აგუეროს მეუღლე იყო, იხუმრა: სამიც და მამაჩემს 11 შვილი გაუხდება, მთელი საფეხბურთო გუნდიო.

საქმე ისაა, რომ ორიოდ დღის წინ კიდევ ერთი პერსონაჟი გამოჩნდა, ვინც მარადონას შვილობას იბრალებს. 23 წლის შავტუხა გოგონას, სახელად მაგალის, სასამართლო პროცესი დაუწყია, მარადონას შვილობა რომ დაამტკიცოს.

დიეგომ უკვე აღიარა, რომ ოთხი სხვადასხვა ქალისგან ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავს. წლის დასაწყისში კიდევ სამი ბავშვის სახელი გამოქვეყნდა, რომლებიც თურმე მარადონას კუბაზე ჰყოლია.

დიეგო არ ბერდება.

 

პოპულარულმა არგენტინულმა ტელეგადაცემა Intrusos-მა მაყურებელს ამცნო, რომ ბარსელონასა და ნაპოლის ყოფილ ვარსკვლავს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მალე მის დიდ მონაგარს შეუერთდება. 

ჟურნალისტმა ტელეეთერში თქვა, რომ მაგალი გაშვილებული იყო და სხვა ოჯახში იზრდებოდა. 

„მოვიდა დრო, როცა გოგონამ აღმოაჩინა, რომ იმ ოჯახის ნამდვილი შვილი არ არის, სადაც ცხოვრობს და შესაძლოა, მისი მამა დიეგო მარადონა იყოს,“ - ამბობს ჟურნალისტი.

წინა თვეში, მავანმა სანტიაგო ლარამ, რომელიც ლა პლატაში ცხოვრობს (ეს ის ქალაქია, რომლის გუნდის, ხიმნასია დე ესგრიმას მთავარი მწვრთნელიცაა ამჟამად მარადონა), ტელევიზიით მიმართა დიეგოს და სთხოვა შვილად აღიაროს.

ამ ბიჭის დედა ნატალია გარატი, მიმტანი ქალი ყოფილა და 23 წლის ასაკში გარდაცვლილა 2006 წელს, ფილტვების კიბოთი და მას შემდეგ, სანტიაგო ნატალიას მეგობარ მამაკაც მარსელო ლარას გაუზრდია. ამ მარსელოს ჯერ კიდევ 2016-ში უთქვამს ტელევიზორში, შვილობილის ნამდვილი მამის დადგენას ვაპირებ და გამორიცხული არ არის ის მარადონა იყოსო.

„მითხრეს, რომ ჩემი ნამდვილი მამა მარადონაა. გამზრდელი მარსელო ლარა, ყოველთვის იქნება მამაჩემი, მაგამ მეუბნებიან, რომ ბიოლოგიური მამა მარადონაა, - ამბობს სანტიაგო, - ვფიქრობ, ვგავარ დიეგოს, მარსელოსთან კი ვერანაირ მსგავსებას ვხედავ. ამ გრძნობით ყოველ დილით გაღვიძება რთულია.

 


ერთხელ, როცა 13 წლის ვიყავი, საგაზეთო ჯიხურს ჩავუარე და დავინახე ჟურნალი, რომლის ყდაზე მარადონას სახე გამოესახათ, იქვე ჩემი პიქსელური ფოტო მოეთავსებინათ. შოკში ჩავვარდი, რადგან არ ვიცოდი საიდან მოვხვდი ჟურნალის გარეკანზე, არადა, მართლაც ძალიან ვგავდი. 
შინ მივირბინე და მარსელოს ვკითხე, რა ხდებოდა, მან ყველაფერი ამიხსნა. მითხრა, რომ დედაჩემს ახალგაზრდობაში მიმტანობის გარდა, იმ ქალაქში სამოდელო წრეებშიც იცნობდნენ და ცნობილ ხალხთანაც ურთიერთობდა.
თუმცა დნკ არ ჩატარებულა.“

მარადონას ადვოკატი, მათიას მორლა კი ამბობს, რომ თუ სისხლისმიერი ნათესაობა დამტკიცდა, დიეგო სანტიაგოს მამობას აღიარებს.“

სანტიაგოს გარდა არის კიდევ „კუბური სამეული.“ მათი სახელებიც ცნობილია: ჯოანა, ლუ და ჯავიელიტო. ესენი მას შემდეგ დაბადებულან, რაც დიეგო კარიბეთის კუნძულზე დასახლებულა ნარკომანიასთან საბრძლოველად, 2000 წლის თებერვალში.

პირველად ეს სამეული დიეგოსთვის ფიდელ კასტროს დაკრძალვის დღეს გაუცნიათ.

 

არის კიდევ დიეგო უმცროსი, რომელიც მარადონას იტალიელი მოდელიგან, კრისტინა სინაგრასგან ჰყავს. კიდევ 22 წლის იანი, რომელიც ფეხბურთის ლეგენდას ექვსი წლის წინ გააცნეს.

მარადონას ჰყავს ორი უფროსი ქალიშვილი: 32 წლის დალმა და 30-ის ჯანინა. ასევე 6 წლის დიეგო ფერნანდო, რომელიც ყოფილი შეყვარებულის, ვერონიკა ოჟედასგან ჰყავს.

ესპანური მედია ხუმრობს. ახლახან ასეთი სალაღობო განცხადება გამოაქვეყნეს: „თუ თქვენ 1980-2019 წლებს შორის დაიბადეთ და ფეხბურთის ნიჭი აღმოგჩნდათ, დაგვიკავშირდით, შესაძლოა თვენც მარადონას შვილი აღმოჩნდეთ.“

კლასიკური სამხრეთამერიკული სერიალია...