რეკორდსმენი

კოტეს ყოველთვის მოგებას თხოვდნენ. 

კალათბურთის მოყვარულებს.

A: რამდენჯერ დაასახელეს კოტე ტუღუში საქართველოს ჩემპიონატის (შემდგომში - სუპერლიგის) საუკეთესო მოთამაშედ? სწორი პასუხი ხუთი ვარსკვლავით ფასდება.

მოიფიქრეთ და მანამდე, კიდევ ერთ კითხვას გესვრით. სამქულიანს.

B: რამდენჯერ დაასახელეს კოტე ტუღუში საქართველოს ჩემპიონატის (უკვე მყარად - სუპერლიგის) საუკეთესო მწვრთნელად?

ჩამოყარეთ ვარიანტები და მანამდე, მესამე კითხვაც წამოვა.

C: რამდენი მოთამაშის განვითარებას შეუწყო ხელი კოტემ სუპერლიგაში?

წავედით პასუხებზე.

A: 5. სუპერლიგის ყველა დროის რეკორდი.

B: 3. სუპერლიგის ყველა დროის რეკორდი.

C: ძალიან ბევრს.

პროცესში, იყო წაგებული სერიები, სადაც კოტეს ყოველთვის მოგებას თხოვდნენ. ესეც უნდა დაიმსახურო. როდესაც იმდენად ხარ შეჩვეული წარმატებას, რომ შენგან მხოლოდ ყველაზე კარგს ელოდებიან.

წელს, კოტეს ქუთაისში საინტერესო, ოდნავ შეცვლილი და ბოლო წლებთან შედარებით, სუსტი გუნდი ჰყავს.

და, მას მაინც მაქსიმუმს ეუბნებიან.

მიდი და გაიგე, ღირს თუ არა, იყო წარმატებული. მაინც ვერ დაინახავენ. ან, დაინახავენ. უმჯობესია, სცადო. და, მოიგო.

როგორც ტუღუშმა.