სერხიო რამოსი მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ესპანელმა მცველმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სერხიო რამოსი მილიონი ევროთი დააჯარიმეს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა ესპანეთის საგადასახადო სამსახურს საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული თანხა დაუმალა. აღნიშნული ცნობა Mundo Deportivo-მ გაავრცელა.  სამეფო გუნდის ლიდერი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 168-ე მატჩი ჩაატარა და ამით იკერ კასილასის რეკორდი მოხსნა. 32 წლის მცველმა ამ სეზონში რეალის მაისურა 11 მატჩი მოირგო და 1 გოლი გაიტანა.