შაფათავამ წააგო - ბოლქვაძის იმედი გვაქვს!

მარიამ ბოლქვაძე ნანინგის ტურნირის პირველი ნომერია

ჩინეთში, ქალაქ ნანინგში, 25- ათასიან ტურნირზე, სოფიო შაფათავა 1/16-ში ჩინელ მა შუიეს შეხვდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და 3 სეტს გასტანა, სადაც, სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი დამარცხდა (3:6; 7:6; 1:6) და ტურნირს გამოეთიშა.

 

არადა, სოფიომ ეს შეჯიბრება კარგად დაიწყო და ურსულა რადვანსკას სამ სეტში (2:6; 6:2; 6:4) მოუგო.

 

საქართველოს პირველი ნომერი მარიამ ბოლქვაძეც დღეს ითამაშებს​, მისი მეტოქე კი ლიხტენშტეინელი ფონ დაიჩმან კატინკა იქნება.

 

მოგეხსენებათ, ბოლქვაძე ამ ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი.