U17 - საქართველო 2:0 საბერძნეთი

U17-მა ევროპელი თანატოლები დაამარცხეს

მიხეილ მესხის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველოს U17-ის ფეხბურთელებმა ბერძენი თანატოლები 2:0 დაამარცხეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ამხანაგური ხასიათის იყო და სატურნირო დატვირთვას არ ატარებდა, ჭაბუკებისთვის ევროპელ თანატოლებთან თამაში და, მით უფრო, გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა.

 

ჩვენი მხრიდან პირველი გოლი, 26-ე წუთზე, გვიაშიანმა გაიტანა; ხოლო მეორე, მე-80 წუთზე - მამაგეიშვილმა.