ტაისონი: როდესაც 2 Pac-მა ციხეში მომაკითხა, ყველა ჭკუიდან შეიშალა

„როდესაც 2 Pac-მა და მისმა მეგობრებმა სიმღერა დაიწყეს, თითქოს რაღაც მოხდა, ბრბომ გაგიჟება დაიწყო - მათ ის უყვარდათ“

MTV-ის ჟურნალისტებმა ტაისონთან ინტერვიუ ჩაწერეს. მრავლისმნახველი მოკრივე, გარდა იმისა რომ დიდი სპორტსმენი იყო, საკმაოდ ეპატაჟური ფიგურაცაა. ის აქტუალობას არც თანამედროვე სამყაროში კარგავს და განსაკუთრებით საინტერესოა, როცა მასსა და 2 Pac-ს შორის ურთიერთობას იხსენებს.

 

როდესაც ამერიკელი მოკრივე მისთვის 46-ე ბრძოლა ბრიუს სელდონთან მართავდა, 2 Pac-ის სახით, განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა. ახალგაზრდა რეპერი მაშინ 25 წლის იყო.

 

 

მსოფლიოს ჩემპიონს 2 Pac-ი მატჩისშემდგომ ინტერვიუზეც ახლდა, რომლის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდნენ

 

„ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ოცნებობდა დიდებული ყოფილიყო - რაც სიკვდილის შემდეგ მოახერხა“

 

1996 წლის სექტემბრის ერთ საღამოს 2 pac-ი, როდესაც კლუბ 662-დან სახლისკენ მიემართებოდა, ოთხჯერ ესროლეს; ორი მუცელში, ერთი მკლავში და ერთი ბარძაყში.

 

6 დღის შემდეგ, ახალგაზრდა რეპერი საავადმყოფოში გარდაიცვალა, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე დღესაც არ წარმდგარან.

 

„ჩემი ჩხუბის ხილვის შემდეგ, ის ძალიან ბედნიერი იყო და პრეს-კონფერენციაზეც მახლდა. ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ.

 

როცა ესროლეს, სახლში ვიყავი და ტკბილად მეძინა“

 


 

როდესაც 2 Pac 20 წლის იყო, ლოს ანჯელესში, მეჯიქ ჯონსონის სახლში 200 კაცის წინაშე თავისი რეპერტუარით წარსდგა.

 

მაშინ ახალგაზრდა რეპერი და მისი მეგობრები ამ სახლში ტაისონმა შეიყვანა.

 

„როდესაც 2 Pac-მა და მისმა მეგობრებმა სიმღერა დაიწყეს, თითქოს რაღაც მოხდა, ბრბომ გაგიჟება დაიწყო - მათ ის უყვარდათ“

 

ტაისონისა და რეპერის შემდეგ შეხვედრას გულშემატკივრებს აჟიოტაჟი კვლავ ახლდა, თუმცა ეს ციხეში მოხდა, როდესაც მოკრივე 1992 წელს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

 

„თეთრი პატიმრები, ბადრაგი, მის დანახვაზე ყველა გაგიჟდა. არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ იყო“

 

2 Pac-ი ტაისონს ციხეში რეგულარულად სტუმრობდა ან მობილურზე ურეკავდა.

 

„1995 წელს ციხიდან გამოვედი და რინგზე ბრიუს ელდონს ვეჩხუბებოდი, 2 Pac-ი ჩემი ბრძოლის საყურებლად მოვიდა.

 

ის ძალიან აღელვებული იყო, ციხიდან პირდაპირ მწვერვალზე ავედით. ცხოვრებისგან ის მივიღეთ, რაც გვინდოდა“

 

2 Pac-მა მისი ნიჭის რეალიზება ბოლომდე ვეღარ მოახერხა, ტაისონმა კი, მისი სიკვდილის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველივე ბრძოლაში დაკარგა.