ევროპა ლიგაზე 16 წლის მეკარემ ითამაშა

ფრანგულმა რენმა ევროპა ლიგაზე 16 წლის მეკარე ათამაშა. მისი სახელ–გვარია პეპე ბონე. 

კლუჟთან შეხვედრის მე–6 წუთზე რენის გოლკიპერი ედუარდ მენდი გააძევეს და კარში სწორედ ბონე ჩადგა. მალევე, ორ წუთში ბონემ გოლი გაუშვა, ხოლო დარჩენილ დროში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა: რენმა 0:1 წააგო.

 

 ამავე შეხვედრაში, რენს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ცებტრალური ნახევარმცველი 16 წლის ედუარდო კამავინგა გაუძევეს. კამავინგაზე ადრე გვეწერა – მასზე პსჟ, არსენალი და სხვა ძლიერი კლუბები ნადირობენ.

 

ისევ მეკარე ბონეზე. წარმოშობით კონგოელია და საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ. სახე დაგაეჭვებთ, მაგრამ ფაქტია, დაბადების თარიღად 2003 წლის 13 თებერვალი უწერია.  ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა ევროპა ლიგის ისტორიაში.

 

16 წლის მეკარე... ასეთი ქუთაისის ტორპედოსაც ჰყავს და უკვე მოიპოვა სახელი. დავით ასათიანმა საბურთალოსთან ორ მატჩში ორი პენალტი მოიგერია.