დიაზი: მატყუარა ნაბ***ბო, ჩემი შერცხვენა გინდათ - არ ვიჩხუბებ!

"ღირსების დაკარგვად არანაირი ფული არ მიღირს"

UFC-ის სამყარო ნეიტ დიაზისა და ხორხე მასვიდალის ბრძოლამდე დღეებს ითვლიდა, რომელიც 2 ოქტომბერს ნიუ იორკში უნდა გამართულიყო, თუმცა დიასმა განაცხადა, რომ ის ოქტაგონზე არ გამოვა. მისი თქმით, ტესტებმა მის სისხლში რაღაც ნივთიერებები დაშვებულზე მეტი რაოდენობით აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, საუბარი აკრძალულ ნივთიერებებზეა, რაც ამერიკელმა კატეგორიულად გამორიცხა

 

"შემდეგ კვირას ნიუ იორკში არ ვიჩხუბებ, რადგან ისინი ამბობენ რომ ჩემს სისხლში რაღაც ნივთიერებები ნორმაზე მაღალია. ეს ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ ბუნებრივ საკვებს და დანამატებს ვიღებ, ხორცს კი საერთოდ არ ვჭამ. UFC-მდე USADA-მ ან ვინმემ, ვისაც ეს ევალება, გაარკვიოს რა ხდება. არ ვაპირებ გავჩუმდე და მათი თამაშის წესებით ვითამაშო. სახელის გაფუჭებას არ ვაპირებ, როგორც იმ მატყუარებს სურთ, ბრძოლის დასრულებას რომ ელოდებიან რათა ამის შესახებ ილაპარაკონ. 

 

ღირსების დაკარგვად არანაირი ფული არ მიღირს. ამ ნაგავში ჩართვას არ ვაპირებ. ასე რომ, მაშინ ვიჩხუბებ, როდესაც ყველაფერი პატიოსნად იქნება, რადგან ვიცი, რომ ამ სპორტში ყველაზე ცუდი ნაბიჭვარი ვარ"

 


 

დიაზის მეტოქემ, ხორხე მასვიდალმა ტვიტერის საშუალებით ოპონენტს მხარი მაშინვე დაუჭირა

 

"ამ სპორტში ყველაზე ცუდი ნაბიჭვარი ვერ იქნები, რადგან ასეთი მე ვარ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ნაბიჭვარი კი ხარ. 2 ნოემბერს შევხვდებით, ვიცი რომ სუფთა ხარ და ამისთვის დოპინგტესტის პასუხი არ მჭირდება", - დაწერა მასვიდალმა