გიორგი ჩაკვეტაძის ახალი კონტრაქტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი კონტრაქტი გააფორმა გენტთან: 2023 წლამდე.

 გიორგის 2022 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება და ისიც წლეულს აპრილში გაახანგრძლივა, ასე რომ, წლეულს მეორედ შეიცვალა კონტრაქტი. 

 

იგივე სახის კონტრაქტი და ამავე ვადის გააფორმა გენტის უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმაც, რომელმაც გუშინ ევროპა ლიგაზე ორი გოლი გაუტანა ვოლლფსბურგს – 2:2. 

 

ჩაკვეტაძე, როგორც იცით, ტრავმირებულია, მაგრამ ბურთით ვარჯიში დაიწყო და შესაძლოა, უახლოეს ერთ თვეში ითამაშოს კიდეც.