ევროპის ვიცე-ჩემპიონი გვყავს! - დავითაძემ აკვრაში მცირე ოქრო მოიპოვა!

21 წლის ბიჭის დიდი წარმატება!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 23- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ამ ტურნირზე ძალიან კარგი იყო და ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

 

რევაზმა ატაცში პირველ ცდაზე 165 კგ, მეორეზე კი 168 კგ დაძლია და პირველ მოძრაობაში მცირე ოქროს მფლობელიც გახდა.

 

რევაზი ამ ტურნირზე ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ფეხის ტრავმამ ხელი შეუშალა და, ასეთ პირობებში, ვერცხლის მედალი ნამდვილად მშვენიერი შედეგია.

 

ატაცი

 

165 კილოგრამი

165 კილოგრამი

168 კილოგრამი

 

აკვრა

 

185 კილოგრამი

186 კილოგრამი

195 კილოგრამი

 

ჯამში - 363 კილოგრამი.

 

პირველ ადგილზე გასულმა ჰაკობ მკრტჩიანმა ჯამში 375 კილოგრამი დაძლია.