ფარიკაობა თბილისში: მსოფლიო თასზე 24 სპორტსმენით

თბილისის სპორტკომპლექსი არენა მსოფლიო თასს (სატელიტი) უმასპინძლებს ხმლით ფარიკაობაში. ეს 26–27 ოქტომბერს. მთლიანობაში 15 ქვეყნის 65 სპორტსმენი გამოვა და მათ შორის 24 ქართველია: 16 მამაკაცი და 8 ქალი. 

სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა კუჭუხიძე, გიორგი მერკვილაძე, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ვახტანგ არჩვაძე, ზურაბ ჯანელიძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, ლუკა ლომინაძე, გურამ რეხვიაშვილი, ლევან აბუაშვილი, თორნიკე მითაგვარია და გიორგი ფრანგიშვილი. თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, ლიზი ბაციაშვილი, მარი კაკოიშვილი, ანი მაისურაძე, სალომე გოგუა.  სტუმარ სპორტსმენებში კი მრავლად იქნებიან რეიტინგის საუკეთესო 50–ეულში მყოფი მოფარიკავეები.   

 

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის სატელიტი მოიგო ხმლით ფარიკაობაში. ახლაც ველით მედლებს, მათ შორის ოქროებს. 

 

ტურნირი 26 ოქტომბერს 10 საათზე დაიწყება.