სენსაცია - ლოკომოტივმა რუსთავის ხარები დაამარცხა!

რუსთავის ხარები მოულოდნელად დამარცხდნენ... 

ლიდერბეთის დიდი ათის გათამაშებაში, პირველ ადგილზე მყოფი რუსთავი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ლოკომოტივს დაუხვდა. მასპინძლები ფავორიტად ითვლებოდნენ და პირველი ნახევარი 14:12-იც მოიგეს, თუმცა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოუმატეს და ჯავახიშვილის სამი 3 საჯარიმო დარტყმით მოიგეს კიდეც. რუსთაველებმა მეორე ტაიმში მხოლოდ 1 საჯარიმო გაიტანეს.

 

საბოლოოდ - 17:21 ლოკომოტივის სასარგებლოდ.

 

 ლიდერბეთის დიდი ათის გათამაშებაში, 26 ოქტომბერს აკადემია თბილისი - ჯიქი თბილისი და, ტურის ცენტრალური შეხვედრა, ბათუმი - აია ქუთაისი შედგება.