მეფე ლომი

ჰიენები ლომმა დააფრთხო.

ლებრონ ჯეიმსმა წააგო მანქანების ბრძოლა კავაი ლეონარდთან და ტერმინატორი შემდეგი მისიისთვის უკეთ მოემზადა. ლებრონი მძიმე, აგრესიულ, რეგულარულის ერთ-ერთ ფავორიტ იუტაზე გავიდა.

და, მანქანამ გადაუარა იუტას. ლებრონს არ იჭერდა კავაი, ლებრონს არ იჭერდნენ კლიპერსის სხვა ძაღლები, მაგრამ იუტაც მვლელი დამცველია. და, ჯეიმსმა ამ დაცვას სკალპი ახადა.

ლებრონი ათამაშებს მთელ გუნდს, მაგრამ აქ, ჯეიმსმა თავიდანვე აგრესორის კოდი ჩართო. ლებრონი ცეკვავდა, ლებრონი ერთობოდა ლებრონი დარტყმებს იღებდა.

და, ტერმინატორი უხეშობას კალათბურთით, გემოვნებით პასუხობდა. ლებრონი იყო მუტანტი, რომელმაც იუტას ჯაზი შოპენით, სტრავინსკით და ბოლოში, ვაგნერით გადაფარა.

გენიალური კომპოზიცია. გენიალური მიქსი. გენიალური ჯეიმსი.

იუტა გრანჯია. უხეში, ხმაურიანი გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ დაგჭრას და შემდეგ, როგორ ჰიენები, მოგესევა და სისხლისგან დაგცლის.

უბრალოდ, აქ ეს არ გამოვიდა.

ჰიენები ლომმა დააფრთხო.

მეფე ლომმა.

ლებრონი დაიძრა.

 

დღის მატჩი

ლეიკერსი - იუტა 85:76 (24:17, 19:20, 31:18, 21:31)

ლეიკერსი: ჯეიმსი (32+10 პასი+7 მოხსნა), დევისი (21+7 მოხსნა+5 დაფარება), დენიელსი (15).

იუტა: მიტჩელი (24), კონლი (13), მადიაი (12), ნიანგი (10).