რთული გზა

აქ ძალიან სოლიდური მწვრთნელი მუშაობს.

ბუბა ბერიშვილი მაგრად უმატებს. ისეთი ტემპებით უმატებს, რომ ძალიან მალე, შეიძლება, სუპერლიგის დონეს გასცდეს.

მგზავრებს ამ სეზონში შეცვლილი, შარშანდელთან შედარებით, ოდნავ სუსტი გუნდი ჰყავს.

ისტორიაა ბატონი ბოუი. ისტორიაა კახა ჯინჭარაძეც. კარგი, მაგრამ - უკვე ისტორია. მათთან ერთად სუპერლიგის მოგება ვერ გამოვიდა. მათ გარეშე, სუპერლიგის მოგება უფრო რთული იქნება.

მათ გარეშე, ფლეი ოფში გასვლაც ძალიან რთული იქნება.

როდესაც ბერიშვილს შარშან რამდენიმე ლიდერი დაელეწა, ბუბამ თითქოს, მოიწყინა. ჰქონდა საბაბი. მგზავრები სოლიდურად მიდიოდა და ცუდ მომენტში დადგა.

ბერიშვილმა დელტასთან (მომავალი ჩემპიონი) წაგებული სერიის შემდეგ, მადლობა გადაუხადა გუნდს და ახალი სეზონის წინ დასვენება დაიწყო.

ამ მგზავრებს აკლია ნიჭი და შეთამაშება და, თუ ნიჭი ვერ დაიქაჩება, სხვა კომპონენტებს ბუბა მიხედავს და დაალაგებს. უნდა დაალაგოს.

მგზავრები ამ სუპერლიგაზე ჯერ ვერ იგებს. აუცილებლად მოიგებს იმდენს, რომ შემდეგი სეზონისთვის სუპერლიგისთვის მოემზადოს.

აქ ძალიან სოლიდური მწვრთნელი მუშაობს.

რომელიც რთულ გზას იწყებს.