პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

მოგების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება

28 ოქტომბერს პარიზის მასტერსი დაიწყება. აღნიშნული ტურნირის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რადუ ალბოტი იქნება.  აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი მოლდოველს შანხაის ტურნირზე შეხვდა და სამ სეტში 4:1, 6:1 6:3 დაამარცხა.

 

იმ შემთხვევაში თუ ჩვენებური ალბოტის ბარიერს დაძლევს, მისი მომდევნო მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიელი სპორტსმენი პირველი წრიდან თავისუფალია.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პარიზის მასტერსზე ბასილაშვილმა პირველ წრეში ჯონ მილმენი დაამარცხა, ხოლო შემდეგ კევინ ანდერსონთან წააგო.