ინგლისი მსოფლიო თასის ფინალშია

ბრიტანელები მეტოქის მოლოდინში არიან

მსოფლიო თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბრიტანელთა სასარგებლოდ 19:7 დასრულდა. 

 

მთელი მატჩი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა და ტაბლოზე ასახული შედეგი ზუსტად ასახავს მატჩის მსვლელობას. თამაშის დასაწყისშივე მეტოქე ტუილაგიმ დაალელოვა, ფარელმა კი ზუსტად გარდასახა. ტაიმის მიწურულს ფორდმა ჯარიმით კიდევ სამი ქულა მოუტანა თანამემამულეებს. 

 

მეორე ნახევარი კვლავ ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო. 51-ე წუთზე ფორდმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 13:0 გახდა. ამის შემდეგ ახალი ზელანდია გამოცოცხლდა და არდი სავეამ ლელო დადო, რიჩი მოუნგამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ინგლისმა შეტევა კვლავ გააგრძელა და ფორდმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. ანგარიში საბოლოოდ 19:7 დასრულდა.

 

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებები შეხვდებიან.