შაფათავა ნანინგის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

შეხვედრამ სამ სეტს გასტანა

26 ოქტომბერს, ჩინეთში, ქალაქ ნანინგში, 25- ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში, სოფია შაფათვა და ბრიტანელი ემილი უებლი-სმითი, მასპინძლებთან - საო სიქისთან და ვანგ დენ ნისთან დამარცხდნენ.

 

წაგებულ პირველ სეტს ქართვლის გუნდმა მოგება მიაყოლა, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში აზიელებმა მობილიზაცია მოახერხეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიაყენეს

 

ჩინელების სასარგებლოდ, საბოლოოდ - 1:2 (4:6; 6:2; 6:10)

 

ამ შეხვედრამდე, შაფათავას გუნდი ¼ ფინალში, ასევე მასპინძელ დუეტს, შუიე მას და მეილინ ვანგის უნდა შეხვედროდა,  თუმცა მოწინააღმდეგეები კორტზე არ გამოცხადდნენ და გამარჯვება ქართველს ჩაეთვალა.

 

საბოლოოდ, ნანინგში ასპარეზობას ვეღარც ბოლქვაძე და ვეღარც შაფათავა გააგრძელებს...