ჩრდილოეთ მაკედონიას მეორე შეხვედრაში უკეთ ვეთამაშეთ...

იტალიაში საკვალიფიკაციოს კარგ ფორმაში შევხვდებით...

26 ოქტომბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. გუნდებმა 25 ოქტომბერსაც ითამაშეს, სადაც დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მაკედონიელებს დარჩათ - 25:21

 

დღეს ქართველებმა რეიტინგში წინ მყოფ მეტოქეს კიდევ მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ მინიმალური სხვაობით - 29:28 დამარცხდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრები 10-12 იანვარს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებად განიხილება, სადაც: იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს ნაკრებებს დავუპირისპირდებით.