სუპერ შეხვედრა ქუთაისში - აიამ პირველობა დაიბრუნა

პირველი ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა

ლიდერბეთის დიდი ათის გათამაშებაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმმა ქუთაისის აიას უმასპინძლა და გუნდებმა ისეთი სანახაობა შემოგვთავაზეს, როგორიც აფიშას ეკადრებოდა.

 

პირველ ადგილზე მყოფი რუსთავის ხარების მარცხის შემდეგ, ორივე გუნდს განსაკუთრებული მოტივაცია შეემატა და მოსაგებად განსაკუთრებულად იბრძოლეს.

 

მატჩის პირველ ნახევარში აიას რიგებში ბაბუნაშვილმა ლელო დადო და შემდეგ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, რასაც ბათუმელებმა საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.

 

მეორე ტაიმში ზუსტად იგივე განმეორდა, უბრალოდ პირიქით, ბათუმის გარდასახულ ლელოს ბაბუნაშვილის ჯარიმა მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 10:10

 

ამ ფრეს შემდეგ, ქუთაისის აია პირველ ადგილზე გადავიდა, ბათუმი კი - მესამეზე.

 

დღეს პლეი-ოფის ზონაში მყოფი გუნდების თამაშიც ვიხილეთ, სადაც აკადემია თბილისმა ჯიქი თბილისი მიიღო და 16:24 დამარცხდა... ამჟამად ჯიქი თბილისი მე-5 ადგილზე, აკადემია თბილისი კი მე-4 ადგილზეა...