ღალატით ნაშოვნი ფულით შექმნილი იმპერია (+ფოტოები)

ფეხბურთელობისას ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობდა, ახლა იქით გახედვაც არ უნდა

როდესაც სოლ კემპბელი ფეხბურთიდან წავიდა, დიდ ხანს ფიქრობდა ბანკში შენახული ფულით კიდევ უფრო მეტი როგორ გამოემუშავა. შენახული თანხის დიდი ნაწილი, 20 მილიონი ფუნტი, 2001 წელს მიიღო, როდესაც ტოტენჰემიდან გულშემატკივრების ყველაზე მეტად საძულველ კლუბში, არსენალში გადავიდა.

 

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ინგლისელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა რომ ფული კერძო საკუთრებაში ჩაედო. მან წლების განმავლობაში 50 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების სახლები იყიდა და პატარა იმპერია შექმნა.

 

ის ინტერიერის დიზაინერზე, ფიონა ბერეტზე დაქორწინდა და ხარისხიანი ავეჯის კომპანიაც ერთად შექმნეს, რომელშიც ყველაზე იაფი პროდუქტი - 5 ათას ფუნტის ღირებულებას შეადგენს.

 

 Sol Campbell put the property on the market after Labour proposed a mansion tax that would've cost him £250k-per-year

 

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრება უწევდა, ახლა იქით გახედვაც არ უნდა - კემპბელმა უძრავი ქონება ინგლისის დედაქალაქის დასავლეთით იყიდა, სადაც მხოლოდ ყველაზე შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ.

 

მისი ერთ-ერთი გამორჩეული სასახლე 25 მილიონი ფუნტი ღირს და როგორც ტემზას, ასევე ალბერტის ხიდს გადაჰყურებს.

 

ამ სახლში მას 6 საძინებელი, 5 სააბაზანო, მოსასვენებელი ოთახი, ბიბლიოთეკა, სასადილო ოთხი და სახლში კიდევ ერთი სახლი აქვს, რომელთან მიღწევაც მიწისქვეშა გვირაბითაა შესაძლებელი.

 

2008 წელს, მისი ცოლის დახმარებით, მან 7,224 ფუტი (ბრიტანული საზომი ერთეული, რომელიც დაახლოებით 30,48 სანტიმეტრი) სიგრძის სივრცე, თავის ბაღთან ერთად გაარემონტა.

 

2014 წელს, ლეიბორისტულმა პარტიამ სასახლეებზე გადასახადთან დაკავშირებით წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც კემპბელს წელიწადში 250 ათასი ფუნტი სტერლინგი უნდა გადაეხადა.

 

ყოფილი ფეხბურთელი ამ ამბავმა აღაშფოთა და სახლი მაშინვე გასაყიდად გამოიტანა, თან დაამატა:

 

„ინგლისელი კაცისთვის საკუთარი სახლი სასახლეს წარმოადგენს, აღმაშფოთებელია ამის გამო გადასახადის დაწესება!!!“

 

საბოლოოდ, ლეიბორისტებმა ეს წინადადება ვერ გაიტანეს, რის გამოც სოლმა ეს სასახლე, ჩელსიში დიდებულ სახლთან ერთად, შეინარჩუნა.

 

კემპბელი, ავეჯის ბიზენესთან ერთად, მწვრთნელობითაცაა დაკავებული და სათავეში „საუტსენდ იუნაიტედს“ უდგას, რომელიც ამჟამად ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობს. 

 

გთავაზობთ სასახლეების ფოტოებს, თავისი დიდებული ხედით

 

 Together, Campbell and Barratt have built a property empire worth around £50m, including this Northumberland abode

 

 It boasts incredible views of the Thames and Albert Bridge

 

 There are six bedrooms in Sol Campbell's townhouse

 

 The living room is spacious and very well lit

 

 An outside space offers ample opportunity for al fresco dining

 

 The garden is 45-feet long

 

 

  Campbell reportedly splashed around £4.25m on this West London apartment in 2011

 

 The property originally belonged to James Bond creator Ian Fleming

 

 Carlyle Mansions can be found on London's exclusive Cheyne Walk

 

 Sol Campbell listed the property for sale in 2015 for £6.75m

 

 During his time at Newcastle Sol bought Hallington Hall in Northumberland

 

 Hallington Hall is a Grade II-listed building

 

 Dotted around the house's games room are framed football shirts

 

 Hallington Hall was built in 1768 but was renovated by Campbell's wife

 

 The property boasts seven en-suite bathrooms

 

 The cinema room is perfect for entertaining guests