5 ფინალიდან უახლოესი: ჭიაბრიშვილისა და ჩისკოს კომენტარები

საბურთალო-დინამო: ეროვნული ლიგის ბოლოდან მეხუთე ტურში ცენტრალური მატჩი სწორედ თბილისური დერბია. 

საჩემპიონო დატვირთვა აქვს. მოიგებს ჩისკოს გუნდი? პირველზე გადავა. ფრე? ისევ ბათუმის დინამო დარჩება პირველზე. საბურთალო იმარჯვებს? მაშინ ბათუმელები დარჩებიან ლიდერებად, საბურთალო ერთი ქულის სიშორეზე იქნება და დინამოსაც დარჩება შანსი, ოღონდ გაცილებით მცირე.

 

მატჩისწინა ამბებზე დავწერეთ და აი, ლინკიც: https://leadersport.ge/ge/news/details/8865

 

ამჯერად კი მწვრთნელების კომენტარები:

 

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო): თასის ნახევარფინალი მოვიგეთ, ფინალში გავედით და დინამოსთან მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით. ცუდია, რომ გეგა დიასამიძე დაგვაკლდება, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩემპიონები ვართ და ჩვენს წინააღმდეგ ბევრნი ორმაგი მონდომებით თამაშობენ. ვიცით, რომ დინამოსთან მოგებით ჩემპიონობის შანსი რეალური ხდება, ამიტომაც სხვა ფიქრი არც გვაქვს: მხოლოდ გამარჯვება.

 

...გვქონდა ჩავარდნა. სომხეთის არარატ-არმენიასთან ევროპა ლიგაზე გავარდნის მერე ბევრი ლანძღვა და აგრესია წამოვიდა ჩვენს მიმართ, ეს გასაგებიც იყო. წნეხში ვიყავით და გამორიცხული იყო, ეს ბიჭებზე არ ასახულიყო. გარდა ამისა, დაღლილობაც ეტყობოდა გუნდს. წლეულს ჩვენ ყველაზე მეტი მატჩი ჩავატარეთ. ვფიქრობ, საბურთალო ნელ-ნელა გამოვიდა ცუდი მდგომარეობიდან და იმედიანად ვართ.

 

 

ჩისკო: რა თქმა უნდა, საბურთალოსთან მატჩი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან არ მომწონს, როცა ასეთი აჟიოტაჟია კონკრეტულად ერთ თამაშზე. წინ 5 ფინალი გვაქვს და უახლოესი ფინალია საბურთალოსთან. თამაშებმა გვაჩვენა, რომ ქულები ნებისმიერ დროს შეიძლება დაკარგო, ნებისმიერ მეტოქესთან.  

 

...კარგია, რომ გუნდს ქიმაძე და ქავთარაძე დაუბრუნდნენ, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო არ გვყავდა წინა ტურში. დანაკლისი არ გვაქვს და ეს მახარებს.