ბითაძემ დაიწყო

ინდიანა ამ თვეს დეტროიტში და ბრუკლინში დახურავს. 

ინდიანა გოგა ბითაძეს ბევრ შანსს მისცემს. და, გოგა მზად იქნება. ტკივილისთვის, ემოციისთვის, ახალი გამოწვევისთვის. გოგამ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადადგა. გოგა გაიცნეს. და, გოგას დააფასებენ.

ინდიანამ მეორე თამაშიც წააგო. 99:110 სუსტ კლივლენდთან. და, რატომ უნდა მოეგო? ამ ეტაპზე პეისერზიც ასაწყობია. ამ რუბიკ კუბიკს მალე მიხედავენ, მაგრამ მანამდე ინდიანა პრობლემებს შეასკდება. და, ეს პრობლემები იქნება დიდი დოზით.

კლივლენდი იძულებით ენდობა კევინ ლავს. ლებრონთან ერთად ლავმა მოიგო ფინალი. ლებრონთან ერთად ლავმა წააგო ფინალები და კევინი უკვე მეორე ეშელონის ვარსკვლავია. ინდიანასთან ლავმა დაგლიჯა. ინდიანასთან კლივლენდმა დაგლიჯა.

გოგას ამ ქასთინგში ეპიზოდური როლი მისცეს.

ჩვენმა ბიჭმა არასრული 5 წუთი მიიღო. გამოიყენა ერთადერთი სროლა, ერთხელ მოხსნა, მიიღო ერთი ფოლი. ბითაძემ დაისვენა და აღარ დაბრუნებულა. კლივლენდი ინდიანას გოგას გარეშე და მასთან ერთადაც უგებდა. ცუდი ტენდენცია.

ინდიანა ჯერ იკვრება. მაილზ ტერნერი არ არის ლიდერი, რომელმაც დალეწილი ვიქტორ ოლადიპო უნდა შეცვალოს. დანარჩენები ვერ ქაჩავენ, სტაბილურობა აკლიათ. თქმა არ არის, რომ გოგა ამ გუნდს ვერ შეცვლის. გოგა ამ გუნდმა უნდა შეცვალოს.

ინდიანა ამ თვეს დეტროიტში და ბრუკლინში დახურავს. მიდით, და, თუ შეგიძლიათ, ორივე წამოიღეთ.

გოგასთან ერთად.

 

კლივლენდი - ინდიანა 110:90 (26:28, 39:20, 25:26, 20:25)

კლივლენდი: ტომფსონი (25+13 მოხსნა), ლავი (21+13 მოხსნა+9 პასი).

ინდიანა: ბროგდონი (30+10 პასი), ტერნერი (11+11 მოხსნა).