რასი მეჯიქზე წინ დგას

კარიერის ბოლომე რასი ორასამდე ავა.

ჰიუსტონში ძველი ბოსია. ჯეიმს ჰარდენი. რომელმაც ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ ჯეიმსი როკეტსის ახალმა სამართებელმა უნდა დააზღვიოს. რომელიც ჯერ ბასრი და დაუნდობელია.

არენაზე რასელ უესთბრუქი გამოდის.

რასმა ნიუ ორლეანთან 126:123 მოგებულ ჩხუბში 28 ქულა, 13 პასი და 10 მოხსნა აიღო. რასი იყო მანქანა, რომლის გარეშე ჰიუსტონი პელიკანზს ვერ გადაუჯოკრავდა.

ჰარდენი იდგა - 29 ქულა ჯეიმსმა 29 სროლით დააგროვა, დაუშვა 8 შეცდომა და 18 სამიანიდან 16 ვერ გამოიყენა. ლიდერის ცუდი საღამო. ხდება ხოლმე.

რასი - 139 სამმაგი დუბლი რეგულარულში. მეორე ადგილი ყველა დროის მანქანებში ოსკარ რობერტსონის (181) შემდეგ. რასმა ამ შედეგით ლეგენდა, მეჯიქ ჯონსონი ჩააგდო მესამეზე.

კარიერის ბოლომე რასი ორასამდე ავა.

უესთბრუქი ამას რუტინულად აკეთებს, მაგრამ ძალიან დიდ ენერგიას, ლტოლვას ჩამოდის. რასთან ერთად ჰარდენს ცუდად თამაშის უფლება აქვს.

რასი კარგი ზურგია.

ჰიუსტონი მანქანა გახდება. რომელიც ჯერ იქოქება.