რაული რეალის ჩასაბარებლად ემზადება

გახდება რაული რეალისთვის ლეგენდარული მწვრთნელიც?

რაულ გონსალესი რეალის მწვრთნელი რომ გახდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება, საკითხავი მხოლოდ დროა. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ესპანური ფეხბურთის ლეგენდა მადრიდელებს სათავეში ახლო მომავალში ჩაუდგეს.

 

იდეა, რომ რეალის ყოფილი ფეხბურთელი, "კასტილიაში" გამოცდილების მიღების შემდეგ, მთავარი გუნდის მწვრთნელი უნდა გახდეს, დიდი ხანია არსებობს. ახლო წარსულს რომ გადავხედოთ, ზიდანისა და სანტიაგო სოლარის მაგალითი სწორედ ამას მოწმობს.

 

„ვფიქრობ, რომ რაულის სახით რეალს შეუძლია თავისი გუარდიოლა ან სიმეონე იპოვნოს, - თქვა El Pais-თან საუბარში ხორხე ვალდანომ.

 

ამ სიტყვებზე კომენტარის გაკეთება თავად რაულსაც სთხოვეს

 

ხორხესთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო.

 

შემდეგ კვირას 25 წელი შესრულდება, რაც მადრიდის რეალში დებიუტი მქონდა. ვფიქრობ, ამ სპორტში უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია.

 

ბედნიერი ვარ, რომ სახლში ვარ, ჩემს კლუბში და რა მოხდება მომავალში, ამას ერთად ვნახავთ.

 

ამჟამად ფოკუსირებული მხოლოდ „კასტილიაზე“ ვარ და ბიჭებს ყოველ დღე ვასწავლი რას ნიშნავს მადრიდის რეალში თამაშობდე