ვინ ვისთან დაწყვილდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში

მანჩესტერ სიტისა და ატლეტიკო მადრიდს ყველაზე მაღალი შანსი აქვთ ეთამაშონ ერთმანეთს. იხილეთ კენჭისყრის ყველანაირი ვარიანტი და 1/8 ფინალური წყვილების მათემატიკური ალბათობა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მის განახლებამდე კიდევ 2 თვე მოგვიწევს მოცდა. მანამდე კი კენჭისყრა გველის, რომელიც ორშაბათს 17 დეკემბერს გაიმართება.

 

გავეცნოთ კენჭისყრის წესებს: გუნდები გადანაწილებული არიან ორ კალათაში. პირველი არის განთესილების და მეორე განუთესელების კალათა. გუნდები, რომელბიც ჯგუფებში უკვე შეხვდნენ, ან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ვერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

განთესილი გუნდები 12-13 თებერვალს გასვლაზე ითამაშებენ, ხოლო განუთესელები - 19-20 თებერვალს, საკუთარ მოედნებზე. განმეორებითი მატჩები 5-6 და 12-13 მარტს შედგება.

 

წინა გათამაშების გამარჯვებული მადრიდის რეალის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან აიაქსი, ლივერპული, ლიონი, მანჩესტერ იუნაიტედი შალკე და ტოტენჰემი.ტურნირის  ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ მანჩესტერ სიტის კი შეიძლება აიაქსი, ატლეტიკო, რომა და შალკე შეხვდნენ.


როგორია ალბათობა იმის, რომ კენჭისყრის მონაწილე ესა თუ ის გუნდი ეთამაშოს რომელიმე სხვა მონაწილეს? ამისათვის გაკეთდა პროცენტული გამოთვლა და შედგა ალბათობის ცხრილი.

 
ჯგუფის გამარჯვებულები: ბარსელონა, ბაიერნი, დორტმუნდი, იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, პორტუ, მადრიდის რეალი.

 

ჯგუფში მეორე ადგილზე გასულები: აიაქსი, ატლეტიკო, ლივერპული, ლიონი, მანჩესტერ იუნაიტედი, რომა, შალკე, ტოტენჰემი.

 


 

როგორც ცხრილიდან ჩანს, მანჩესტერ სიტის ყველაზე მაღალი,  28.9%-იანი შანსი აქვს შეხვდეს ატლეტიკოს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედს 17.5%-იანი ალბათობა ეთამაშოს ბუნდესლიგის ამჟამინდელ ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას.

ლივერპულსა და ტოტენჰემსაც უფრო დიდი შანსი აქვთ  დორტმუნდს გადაეყარონ, ვიდრე ბაიერნსა და მადრიდის რეალს.

 
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ორშაბათს და ვნახოთ ვინ ვისთან მოხვდება.

 
თქვენ ვის ისურვებდით, თქვენი საყვარელი გუნდის მეტოქედ? მოგვწერეთ კომენტარებში.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.