უელსი VS მსახრეთ აფრიკა - ევროპული ფინალი არ შედგება

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა

რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი უელსსა და სამხრეთ აფრიკას შორის ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრის პირველ ნახევარში ლელო ვერ ვიხილეთ, დაძაბულობა დიდი იყო და მორაგბეებს საჯარიმოდან ქულები ერჩივნათ - პოლარდის სამ ჯარიმას ბიგარმა ორი საჯარიმოთი უპასუხა - 6:9 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

 

მეორე ტაიმის 75-ე წუთზე ალენდეს ლელოს უელსელთაგან ადამსმა უპასუხა, ჯარიმებთან ერთად, 66-ე წუთზე ანგარიში 16:16 იყო და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა 76-ე წუთზე პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა 3 ქულად აქცია და სამხრეთ აფრიკა ფინალში გაიყვანა.

 

ფინალი 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკასა და ინგლისს შორის შედგება, მესამე ადგილისთვის მატჩში კი 1 ნოემბერს - ახალი ზელანდია უელსს დაუპირისპირდება.