0:0 თბილისურ დერბიში

თბილისელთა ფრე ყველაზე მეტად ბათუმის დინამოს აძლევს ხელს

საქართველოს ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საბურთალომ თბილისის დინამოს უმასპინძლა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს, როგორც საბურთალოსთვის ასევე დინამოსთვის თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქმის მთელი შეხვედრა ასე მიმდინარეობდა. საბურთალო განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურდა და ჭიაბრიშვილის შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ხან ბურთი ოდნავ ცდებოდა კარს, ხან ძელმა იხსნა დინამო, ხანაც პერალესი თამაშობდა შესანიშნავად. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ დინამოს ლეგიონერმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

 

საბოლოოდ თამაში გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, რაც ყველაზე მეტად ბათუმის დინამოს აძლევს ხელს. გეგუჩაძის გუნდს 64 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, თბილისის დინამო 63 ქულით მეორეზეა, საბურთალოს კი 2 ქულით ნაკლები აქვს და სამეულს ასრულებს.