რეალმა 260 მილიონი გაამზადა

სამეფო გუნდი მორიგი ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება

მადრიდის რეალი მორიგი ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება. AS-ის ინფორმაციით, სამეფო გუნდი ზაფხულში პსჟ-დან კილიან მბაპეს გადაბირებას შეეცდება. ცნობილია, რომ რეალის მესვეურები მზად არიან ფრანგის სანაცვლოდ 260 მილიონი ევრო გადაიხადონ.

 

შეგახსენებთ, რომ ბლანკოსს მბაპეს შეძენა ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ისიც აღსანიშნავია, რომ რეალში თამაში თავად ფეხბურთელსაც უნდა. ცნობისთვის, კილიანით იუვენტუსიცაა დაინტერესებული და რეალის მთავარი კონკურენტი სწორედ ბებერი ქალბატონი იქნება.

 

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. ამ სეზონში 20 წლის შემტევმა 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.