ბუქარესტიდან მედლები არ წყდება

საქართველოს 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. გოგა ჩხეიძემ ატაცში 177/182 კგ დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, აკვრაში ჩხეიძემ 222/226/228 კილოგრამს გაართვა თავი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგი ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდის ჯამში 410 კგ-ს ძლევით.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 23  წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.