2000 - მანჩესტერ იუნაიტედს ვინ დაასწრებდა?!

მანჩესტერ იუნაიტედი პირველი კლუბია, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში 2000-გოლიან ნიშნულს უწია. 

წითელმა ეშმაკებმა ნორვიჩს გასვლაზე 3:1 სძლიეს და პირველი გოლი შოტლანდიელმა სკოტ მაკტომინაიმ შეაგდო. სწორედ ეს გამოდგა მე-2000 გოლი...

 

რაც პრემიერლიგა დაარსდა, მანჩესტერისთვის პირველი გოლი უელსელმა მარკ ჰიუზმა გაიტანა. მე-1000 კი კრიშტიანუ რონალდუმ. 

 

პრემიერლიგაში გოლების მხრივ მეორე ადგილზეა არსენალი - 1860 გოლი. მესამე-მეოთხეზე კი, შესაბამისად, ლივერპული (1795) და ჩელსი (1793).