პარიზის მასტერსის წინ

ფედერერმა პარიზი ბოლოს, 2011-ში მოიგო. 

დღეს, პარიზში სეზონის ბოლო მასტერსი გაიხსნება. ტურნირი, რომელიც ბოლო წლებში დაღლილ და უმოტივაციო ვარსკვლავებს აგროვებს. ეს სეზონი გამონაკლისი იქნება. პარიზში ყველა ბოლო ჩეხვის მოსაგებად ჩავიდა.

ნიკა ბასილაშვილი: ჩვენი ბიჭი ტურნირს რადუ ალბოტით გახსნის. ნიკამ ერთხელ უკვე გადაუჯოკრა მეგობარს (წელს, შანხაიში, 3 სეტში) და ამ თამაშშიც ფავორიტია. თუ მოიგებს, შემდეგ რაუნდში როჯერ ფედერერია. კლასიკა. ნიკასთვის ეს სეზონის ბოლო ტურნირია. მიდი, შებერე!

ზვერევის შანსი: საშამ არასტაბილურად იყომარა მთელი წლის განმავლობაში. საშა ლონდონის მოქმედი ჩემიონია, მაგრამ იქ რომ მოხვდეს, პარიზში ფინალამდე უნდა მივიდეს. რთული მისია.

ბერეტინი რეალურია: იტალიელმა პარიზის წინ 2 660 ქულა აკრიფა. მერვე ლონდონის რეიტინგში. პარიზის ფინალი ლონდონის ვიზა იქნება და დიდი შანსია, რომ მატეომ ზვერევი უნდა გააჩეროს - ბიჭები ბადის ერთ ნაწილში ზიან. ბოლო ხუთ ტურნირზე მატეო სამჯერ ნახევარფინალში შევიდა.

რთული მისია: ლონდონში ჩასვლის შანსები აქვთ რობერტო ბაუტისტა აგუტს, დავიდ გოფენს, ფაბიო ფონინის და გაელ მონფიზს. ყველას ჩემპიონობა სჭირდება. მძიმე თემა, მაგრამ იგივე სიტუაციაში იყო ორი წლის წინ ჯეკ სოკი და ამერიკელმა მოიგო პარიზი.

სასტარტო გატესტვა: რამდენიმე კარგი პოტენციური წყვილი ტურნირის სტარტზე: ბაუტისტა აგუტი და ალექს დე მინორი მეორე წრეში. კარენ ხაჩანოვი (პარიზის მოქმედი ჩემპიონი) და ბერეტინი მესამე წრეში. ზვერევი და ფონინი იგივე სტადიაზე. იწყება.

ნადალი თუ სერბი: რაფაელ ნადალი სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს, თუ, კარიერაში პირველად, მოიგებს პარიზს. რბოლაში მატადორი ნოვაკ ჯოკოვიჩს 1 280 ქულას უგებს. ნოვაკი რთულ სიტუაციაშია.

როჯერი: ფედერერმა პარიზი ბოლოს, 2011-ში მოიგო. როჯერი ქმნის ისტორიას, როჯერი არის ისტორია, როჯერი უსწრებს ისტორიას.

წავედით!