რიბერის დისკვალიფიკაცია ემუქრება (ვიდეო)

ფრანგმა შემტევმა თავი ვერ შეიკავა და მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

ფრანკ რიბერი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დასაჯონ. საქმე იმაშია, რომ სერია ა-ს მე-9 ტურში, სადაც ფიორენტინა ლაციოსთან 1:2 დამარცხდა, იების ფეხბურთელებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს იმის გამო, რომ მსაჯმა რომაელებს მეორე გოლი ჩაუთვალა. ყველაზე მეტად სწორედ რიბერი აქტიურობდა, რომელმაც ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს ორჯერ ხელი ჰკრა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა შემტევმა წითელი ბარათი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

 

 

გამოცდილი ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში მსაჯთან კონფლიქტამდეც მოექცა. რიბერი 74-ე წუთზე შეცვალეს, რითიც ძალიან უკმაყოფილო იყო და სამწვრთნელო შტაბის ეს გადაწყვეტილება ემოციურად გააპროტესტა.

 

36 წლის ფეხბურთელი ფიორენტინას დაახლოებით 2 თვის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფრანგმა შემტევმა ამ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.