მონტედიომ საკუთარი ნახევრიდან 2 წუთში 2 გოლი გაიტანა (ვიდეო)

ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ (ვიდეო)

იაპონიის მეორე ლიგაში მონტედიომ ეჰიმს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეორე და მესამე გოლები საკუთარი ნახევრიდან გაიტანეს, თანაც 2 წუთიან მონაკვეთში.

 

 

61-ე წუთზე ნაკამურამ შენიშნა, რომ სტუმართა მეკარე საკმაოდ შორს იყო გამოსული, რითიც ისარგებლა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. დაახლოებით 1 წუთში საკატომომ მსგავსი ბურთი შეაგდო და ანგარიში 3:0 გახდა.