ბასილაშვილმა პირველივე წრეში წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის ბოლო მასტერსზე პარიზში პირველივე წრეში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგის 50-ე ნომერთან მოლდოველ რადუ ალბოტთან 3:6 2:6 წააგო. მატჩი საათი და 13 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში მოლდოველმა ნიკას ორი მოწოდება მოიგო და 5:0 დაწინაურდა. ბასილაშვილმა პირველ სეტში მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა და 3:6 წააგო. მეორე სეტიც ალბოტის ბრეიკით დაიწყო. ბასილაშვილმა უკუ ბრეიკი ვერ შეასრულა, პირიქით კიდევ ერთი საკუთარი მოწოდებაც წააგო და მეორე სეტიც დათმო - 2:6.

 

ალბოტთან ქართველი ჩოგბურთელი პირველად დამარცხდა. მანამდე ნიკას მოლდოველთან 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მათ შორის წელს შანხაიში. გარდა ურთიერთშეხვედრებისა, ქართველი და მოლდოველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც გამოსულან ერთად. ბასილაშვილი-ალბოტს შორის გამარჯვებული 1/16 ფინალში როჯერ ფედერერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ლეგენდარული შვეიცარიელი პარიზის მასტერსიდან მოიხსნა.