ტოჩინოშინმა ოძეკობა დაკარგა

ქართველ სპორტსმენს მინიმუმ 10 ბრძოლის მოგება სჭირდება

დღეს, 28 ოქტომბერს ნოემბრის ბანძუკე გამოქვეყნდა. ტოჩინოშინმა ანუ ლევან გორგოძემ ოძეკის წოდება დაკარგა და სეკივაკეობა მიიღო. ქართველი სპორტსმენი ოძეკობას იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ 10 ბრძოლას მაინც მოიგებს, ხოლო თუ დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შესაძლოა სეკივაკეობაც დაკარგოს.

 

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოტორს თემურ ჯუღელს, ანუ გაგამარუს, იგი რანგით მეორე ლიგაში იასპარეზებს და მე-12 ნომრად იქნება წარდგენილი. იმ შემთხვევაში თუ ჯუღელი უარყოფით ბალანსს აჩვენებს, იგი მესამე ლიგაში დაქვეითდება.

 

კიუმუ ბაშო 10 ნოემბერს დაიწყება და 25 რიცხვში დასრულდება.