ინდიანა, ბითაძე მზად არიან

დეტროიტთან სისხლიანი ჩხუბი წავა. 

დეტროიტი მეორედ გატესტავს ინდიანას. რეგულარულის პირველი ჩეხვა გასვლაზე პისტონზმა დაიტოვა. გოგა ბითაძეს იქ არ უთამაშია.

გოგა მზად არის. კლივლენდის შემდეგ მიკროტრავმა იყო, მაგრამ ის იქნება განაცხადში. შეიძლება, ითამაშოს.

დეტროიტი დიდი ბეჰემოტით, დაუნდობელი ანდრე დრამონდით იდგება. და, პეისერზის მაღლებმა პირველ ტესტზე უკეთ უნდა ითამაშონ.

დრამონდმა 32 ქულა და 23 მოხსნა აკრიფა. მონსტრი.

ინდიანამ ორი თამაში წააგო და დაცვა ორჯერ მკვდარი იყო. ლიგის ყველაზე სუსტმა გუნდმა - კლივლენდმა ინდიანასთან ერთ მომენტში 24 ქულა წაიყვანა. არ მოსულა.

პეისერზი არ იქნება ფავორიტი. და, უნდა მოუმატოს.

და, არ უნდა ააღებინოს ლიუკ კენარდს 30 ქულა.

დეტროიტთან სისხლიანი ჩხუბი წავა. ბევრი დაიჭრება. გოგა მზად არის.

სამწუხაროდ, დრამონდიც.