პიოლის დარდები

მილანი და კრიზისი

მილანის ახალმა დამრიგებელმა სტეფანო პიოლიმ დაადასტურა, რომ კლუბში ძალიან რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე წელიწადია იცვლებიან მფლობელები, მწვრთნელები, მაგრამ საქმე სულ უკან-უკან მიდის...

აი, სერია A-ს მე-9 ტურში, რომასთან მარცხის შემდეგ (1:2), მილანელთა ახალმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ თავისი გუნდისგან მეტს მოელოდა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ კლუბში მართლაც ძალიან რთული ვითარებაა.

„სიმართლეს გეტყვით, მეტს ველოდი გუნდისგან. ჩვენ დიდი კლუბი ვართ და ასეთი ბავშვური შეცდომების დაშვება არ გვეკადრება. არ დავმალავ, კლუბში ახლა მართლაც ძალიან რთული ვითარებაა და როდის მოგვარდება, არავინ იცის.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.
9 ტურის შემდეგ, მილანი, სერია A-ს ცხრილში 10 ქულით მე-12 ადგილზეა.