საქართველოს თასის ფინალის დრო და ადგილი ცნობილია

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს საბურთალო და ლოკომოტივი დაუპირისპირდებიან

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 8 დეკემბერს გორში 15:30-ზე გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები, საბურთალო და ლოკომოტივი დაუპირისპირდებიან.

 

ლოკომოტივი თასის ფინალში მეხუთედ ითამაშებს. წინა 4 შემთხვევიდან თბილისელებმა სამჯერ მოიგეს და ერთხელ დამარცხდნენ. რაც შეეხება საბურთალოს, ჭიაბრიშვილის გუნდი ფინალში პირველად ითამაშებს.