რიბერიმ მოიბოდიშა

ფიორენტინასგან მეტ ყურადღებას ველოდი

სერია ა-ს მე-9 ტურში, სადაც ფიორენტინა ლაციოსთან 1:2 დამარცხდა, ფრანკ რიბერიმ რომაელთა მეორე გოლის ჩათვლა გააპროტესტა და მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და მოიბოდიშა.

 

„ვწუხვარ მომხდარის გამო. ბოდიშს ვუხდი ჩემს კლუბს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს და საერთოდ ყველას, ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო მსაჯს, ვიცი არასწორად მოვიქეცი. ფიორენტინასგან მეტ ყურადღებას ველოდი. ეს არის გუნდი, რომლისთვისაც ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებ,“-თქვა რიბერიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. რიბერი ფიორენტინაში სეზონის დასაწყისში გადავიდა. იების მაისურით მან 9 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.