პსჟ იკარდის გამოსყიდვას აპირებს

იკარდის და ინტერის გზები სავარაუდოდ მალე საბოლოოდ გაიყრება

ფრანგული პრესის ინფორმაციით, პსჟ იანვარში მაურო იკარდის ინტერიდან გამოსყიდვას შეეცდება. მოგეხსენებათ ლიგა 1-ის ჩემპიონებმა არგენტინელი ზაფხულში 1 წლიანი იჯარით დაიმატეს, თუმცა ფორვარდმა 2 თვეში შეძლო ტუხელის გუნდის მესვეურებისთვის თავის მოწონება.

 

26 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. პსჟ-ს მაისურით იკარდიმ 7 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკელის გადაბირება იუვენტუსს, რეალს და ნაპოლისაც სურთ. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, ერთერთ ბოლო ინტერვიუში მაურომ თქვა, რომ პსჟ-ში გადასვლით კმაყოფილია და საფრანგეთში დარჩენა სურს.

 

აღსანიშნავია, რომ იკარდის ნერაძურის მესვეურებთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, რაც გამოსყიდვის ალბათობას ზრდის.