ბეილს თავისი სამყარო აქვს

მადრიდის რეალის ყოფილმა ფორვარდმა პრედრაგ მიატოვიჩმა გარეთ ბეილი გააკრიტიკა. 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსთან გადამწყვეტი გოლის ავტორმა განაცხადა, ბეილისთვის რეალი მესამეხარისხოვანია.

„უელსელი იდუმალი ადამიანია. მას არ ვიცნობ, მაგრამ რაც მსმენია, ის დასკვნა გამომაქვს, რომ ჯერ უელსზე ფიქრობს, მერე გოლფზე და მხოლოს ამის შემდეგ რეალზე. ვერ გაიგებ, დაეყრდნო თუ არა?! და საერთოდ, მოტივირებულია თუ არა?! ნაკრებში ყოველთვის ბრწყინვალეა. ვფიქრობ, საინტერესო თემაა“.

 

როგორც იცით, ბეილი ზაფხულში რეალიდან მიდიოდა, ზინედინ ზიდანთანაც ვერ ჰქონდა მთლად დალაგებული სიტუაცია, მაგრამ საბოლოოდ დარჩა.

 

უელსელს რომ თავისი სამყარო აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ  მოვლენებზე არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობს:

 

„ტელეფონზე არაფერს ვაინსტალირებ, ყურადღებას არაფერს ვაქცევ და ეს კარგ ცხოვრებაში ხელს არ მიშლის. ისიც არ ვიცი, თუ ვინაა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი. სამაგიეროდ, გოლფი მიყვარს და ნამდვილად ვიცი, თუ ვინ არის გოლფში საუკეთესო“.