იბრაჰიმოვიჩმა ესპანეთში დაბრუნება დააანონსა (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ცნობები არ წყდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც შვედი ამბობს, რომ ესპანეთში ბრუნდება. „გამარჯობა ესპანეთო მე დავბრუნდები,“-სწორედ ეს სიტყვები თქვა ფორვარდმა.

 

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 38 წლის გოლეადორი 2009-10 წლების სეზონში ბარსელონას ღირსებას იცავდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ლოს ანჯელეს გალაქსისთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. მისი გადაბირება ბოლონიას, ნაპოლის და ფლამენგოს სურთ. ამ სეზონში იბრამ 31 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.