თორნიკე შენგელიას პროგრამა: ვიგებთ ყველაფერს!

თოკომ უნდა დაგლიჯოს. როგორც იცის, ისე. ეს შენგელიას სამყაროა. 

ევროლიგამ სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად თორნიკე შენგელია დაასახელა. ეს იყო შარშან. ევროლიგა სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად ამ სეზონშიც ჩვენ ბიჭს დაასახელებს. რაღაცეები არ იცვლება. თოკო ევროლიგის ჰალკია. როდესაც მწვანდება, იწყება ძვების მტვრევა.

ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატში კოჭლობს. იგებს, ვერ იგებს, ჯერ ვერ ქაჩავს.

ბასკონია დამშვიდდება, ნაკლებს წააგებს და გუნდმა ეს პოპულარულ კაპიტანთან ერთად უნდა გააკეთოს. თოკომ უნდა დაგლიჯოს. როგორც იცის, ისე. ეს შენგელიას სამყაროა.

სადაც ის საუკეთესოა.

თოკოს რამდენიმე თემაზე დაველაპაკეთ.

სეზონის სტარტი.

თორნიკე შენგელია: კარგი სტარტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტს ნიშნავს სეზონის მაღალ დონეზე დასრულება. ბასკონიას აქვს პოტენციალი და ჩვენ გვინდა ვიყოთ საუკეთესოები ესპანეთის ჩემპიონატში, სამეფო თასზე და რა თქმა უნდა, ევროლიგაზე. გრძელი სეზონია. ვნახოთ, რა შეიცვლება.“

ნიკ სტაუსკასი.

თ.შ: “ძალიან კარგი მოთამაშე, რომელიც ახალ სამყაროში მოხვდა. ის გადის ადაპტაციას, ეჩვევა ევროპულ კალათბურთს და ჯერ, თავს ბოლომე კომფორტულად ვერ გრძნობს. მაგრამ ის მოუმატებს და - მასთან ერთად, ჩვენც უკეთესები ვიქნებით.“

ბასკონიას ახალ ცენტრებზე - იუსუფა ფოლი (221 სმ) და მაიკლ ერიკი (მხოლოდ - 210 სმ).

თ.შ: „გუნდში ყველას თავისი როლი აქვს.მეც, მზად ვარვ ვიყო ლიდერი არა მხოლოდ სტატისტიკით, არამედ - ჩემი როლით, გამოცდილებით. ვეხმარები აკლიმატიზაციაში ახალ მოთამაშეებს. ყურადღება, პატივისცემა უნდა დაიმსახურო და მე ვხედავ, რამდენს მუშაობენ საკუთარ თამაშზე ჩვენი ცენტრები. მოხსნა, კარგი დაცვა და კარგი თანაგუნდელი - ეს კომპონენტები ბევრს ნიშნავს.“

პრინტეზისი - პრიციპული მოწინააღმდეგე.

თ.შ: „მის წინააღმდეგ თამაში დღესაც დიდი გამოწვევა, სიამოვნებაა. ის რჩება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის პოზიციაზე (4) და ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. შეინარჩუნა მოძრაობები და მის წინააღმდეგ თამაში რთული და სასიამოვნოა.“

ევროლიგის ფავორიტებზე

თ.შ: „წელს ძალიან თანაბარი ტურნირია. ხედავთ, რომ აგებს ფენერბახჩე, რუსეთში აგებს ცსკა, რამდენიმე შეხვედრა ვერ მოიგო რეალმა. ვთვლი, რომ ამ ჯგუფში არის ბასკონიაც. მსიამოვნებს, რომ აქ ვარ.“

წარმატებები, თოკო!!!