ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში?

საქართველო ახალი გამოწვევისთვის მზად არის

2020 წელს ტოკიოში ოლიმპიადა გაიმართება, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართული სხდომის მიზეზიც დიდწილად ეს იყო. საუბარი ქართველი ათლეტების სპორტულ ფორმას შეეხებოდა.

 

ასევე, სეოკ-ის ინიციატივა, რომ 2025 წელს ბორჯომ-ბაკურიანმა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს, აღმასკომის წევრების მოწონება დაიმსახურა. ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს კონკურენციას რომელი ქვეყნები გაუწევენ.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავსი ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება აქვს, უფრო კონკრეტულად - საქართველომ 2015 წელს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.