ბალკანეთში ჩოხელის 11 ბურთი

ჩოხელმა ექვს თამაშში 25 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი მედეა ჩოხელი წარმატებით თამაშობს მაკედონიის კლუბ კუმანოვოში, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთისქალთა ლიგაში.


ჩემპიონატში დაუმარცხებელი ორი გუნდია - შარშანდელი ჩემპიონი სკოპიესმეტალურგი და ვერცხლის პრიზიორი, კუმანოვო. მეტალურგს შვიდიდან შვიდი მოგებააქვს, კუმანოვოს - ექვსიდან ექვსი, ჩოხელმა კი ამ ექვს თამაშში 25 გოლი გაიტანა.


ბალკანეთის ქალთა ლიგა კი რეგიონალური შეჯიბრებაა, სადაც ყოფილი იუგოსლავიისკლუბები თამაშობენ. A ჯგუფში არის ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე - სლოვენიისკრიმ მერკატორი და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ასევე - ბოსნიის იაგოდინა. B ჯგუფშითამაშობენ კუმანოვო, სერბეთის ზაეჩარი, მონტენეგროს რუდარი და ბოსნიის გრუდე.


კუმანოვომ უკვე მოიგო ორი თამაში. ჯერ დაამარცხა რუდარი 29-20, ქართველმა ხაზის მოთამაშემ ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა. მეორე თამაშში მაკედონიელებმა 32-25 აჯობესზაეჩარს და ჩოხელი კვლავ საუკეთესოთა შორის იყო - 5 გოლით. დარჩა მატჩი ბოსნიურკლუბთან და ჯგუფში პირველობის შემთხვევაში კუმანოვო გავაფინალში, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.